+995568030372 | +995514989889 staff.smargroup@inbox.ru

შპს სმარ გრუფი  არის ერთ–ერთი იმ მცირე კომპანიებს შორის , რომელიც ანხორციელებს არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას რუსეთიდან საქართველოზე .

ვისაც ერთხელ მაინც მოუწია მძიმე ექსკავატორის , ტრაქტორის , სპეცავტომობილის ან მეტალოკონსტრუქციის გადმოზიდვა, იცის რამდენი სირთულე , პრობლემები და შეთანხმებებია გადასაჭრელი , როდესაც დგება არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის აუცილებლობა საავტომობილო ტრანსპორტით და  რაც უფრო გრძელია მარშრუტი ,  გადაზიდვას მით უფრო მეტი სირთულე ახლავს თან .

მაშინაც კი , როდესაც მიიღებს ყველა საჭირო ნებართვას , გადამზიდველი ვერ იქნება მშვიდად იქამდე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს , რადგან გზა სავსეა მოულოდნელობებით , რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

შპს სმარ გრუფს გადაუზიდავს ასეთი ტიპის ტვირთი არა მხოლოდ სახმელეთო ავტოტრანსპორტით , არამედ სარკინიგზო ტრანსპორტითაც.

ამ შემთხვევაში სარკინიგზო გადაზიდვის უპირატესობა ეჭვგარეშეა  . ერთის მხრივ ,ის ტვირთი რომელიც არაგაბარიტულია ავტოტრასისთვის შეიძლება  სავსებით ექვემდებარებოდეს სარკინიგზო გადაზიდვას .

მეორეს მხრივ ,  რკინიგზით გადასაზიდი ტვირთის გაბარიტულობა განისაზღვრება რამოდენიმე საფეხურით და ტარიფის გათვლა ხდება ობიექტის ზომების გათვალისწინებით.

ყველა დეტალის და ნიუანსის შეთანხმების შემდეგ  , კლიენტი მშვიდად ელოდება თავის ტვირთს დანიშნულების სადგურზე .

ჩვენი კომპანია პროფესიონალურად ანხორციელებს არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას რუსეთიდან  საქართველოში როგორც საავტომობილო , ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ჩვენი კონსტრუქტორები შეიმუშავებენ დატვირთვა–დამაგრების სქემებს მოძრავ შემადგენლობაზე  და შეათანხმებენ ყველა ინსტანციაში , რის შემდეგაც სპეციალისტები მიიღებენ ტვირთს გადასაზიდად . მოგაწვდიან საჭირო მოძრავ შემადგენლობას , განახორციელებენ დატვირთვას, დაამაგრებენ რკინიგზის მოთხოვნების შესაბამისად და   გადასცემენ რკინიგზას  გადასაზიდად . წარმოგიდგენენ შესრულებული სამუშაოს  ფოტოანგარიშს . ტვირთის გადაადგილებისას  მოგაწვდიან ინფორმ აციას მისი მოძრაობის შესახებ მთელი გადაზიდვის განმავლობაში.