+995568030372 | +995514989889 | 032 2042040 staff.smargroup@inbox.ru

შპს სმარ გრუფი არის ერთ ერთი პირველთაგანი იმ კომპანიებს შორის  , რომელმაც დაიწყო ნაკრები ტვირთების  გდაზიდვა  რუსეთიდან საქართველოში. ახლა ძალიან ბევრი სატრანსპორტო კომპანია სთავაზობს ამ მომსახურებას თავის მომხმარებელს , მაგრამ შპს სმარ გრუფის უპირატესობა მდგომარეობს იმაში ,რომ მას გააჩნია სასაწყობე ტერმინალები  რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვსა და ვლადიკავკასში.

რუსეთის ტერიტორიაზე დაწესებულია მძიმე წონიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა დღის საათებში. ქალაქ მოსკოვში ავტომობილს რომლის მასა 3 ტონას აღემატება  ძირითადად გადაადგილება შეუძლია ღამის საათებში  , საღამოს 22 სთ–იდან დილის  7 სთ–მდე . დიდი სატვირთოები ამით იზღუდებიან , მაგალითად თუ თქვენ გესაჭიროებათ აიღოთ ერთი საწყობიდან  ერთი პალეტი , ხოლო მეორედან კიდევ ერთი და ა.შ, თქვენ კარგავთ უამრავ დროს და თანხას სწორედ ასეთ გადაადგილებებში.

ჩვენი რუსი პარტნიორები :  ТК «С-Карго» ПЭК, РЖД Логистика  ახორციელებენ  პატარა ტვირთების მოწოდებას  მცირე ტონაჟობის მანქანებით , კონსოლიდაციისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ საწყობში, სადაც ამ ტვირთებს ერთიანად იღებს ჩვენი დიდი სატვირთო და ჩამოაქვს საქართველოში,  რაც იმის  საშუალებას იძლევა რომ დაზოგოთ დრო საკმაოდ შეღავათიან ფასებში.

ხოლო თუკი თქვენი ტვირთი მაგ : 1–2–3 პალეტი მდებარეობს ქალაქ კიროვში ან კრასნოიარსკში ან რუსეთის ნებისმიერ სხვა ქალაქში , სადაც პირდაპირი მანქანა ვერ ახერხებს  ტვირთების კონსოლიდაციას ,  როგორ ფიქრობთ რომელი უფრო იაფი იქნება ჩამოვიტანოთ ეს ტვირთი მოსკოვში , თუ  გავგზავნოთ იქ 20 ტონიანი დიდი სატვირთო ? სანამ თქვენი ტვირთი დევს ჩვენთან საწყობში , ТК «С-Карго»– ს სპეციალისტები დაკავებულები არიან  საბაჟოზე ამ ტვირთის   საექსპორტო საბუთების გაფორმებით

ჩვენს გადამზიდ ფირმასთან მუშაობის უპირატესობა შემდეგში მდგომარობს :

  • ჩვენი თანამშრომლები თქვენივე შეკვეთით ,აიღებენ ტვირთს იმ მისამართიდან რომელსაც თქვენ მიუთითებთ , ასევე თუკი ეს აუცილებლობას წარმოადგენს დამატებით შეფუთავენ , გააფორმებენ საექსპორტო დეკლარაციას და გაგზავნიან მას საქონლის საერთო პარტიასთან ერთად :
  • ნაკრები ტვირთის გაგზავნა და დანიშნულების პუნქტამდე მიტანა იქნება დროული და შეუფერხებელი.
  • ნაკრები ტვირთების გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტით ამარტივებს საბაჟო პროცედურების გავლას და იძლევა ტვირთის უსაფრთხოდ შენახვის დამატებით გარანტიას .