სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვა შპს სმარ გრუფის ერთ ერთი მიმართულებაა. კომპანიის შტატში მუშაობენ სერთიფიცირებული სპეციალისტები . ამ კონკრეტული გადაზიდვებისთვის გამოყენებაშია საკუთარი ავტოპარკი. დსთ სა და ევროპის ქვეყნებში და ქვეყნებიდან ,ხდება იმპორტი და ექსპორტი ტვირთებისა 1–9 კლასიფიკაციის ჩათვლით .
საშიშ ტვირთთა კლასიფიკაციის გადაზიდვას საავტომობილო ტრანსპორტით გააჩნია თავისებურებათა რიგი, ეს იქნება საორგანიზაციო ხასითის (მარშრუტები ) თუ დოკუმენტალური ( ლიცენზიის ქონა ,შეთანხმება )
სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვას გააჩნია შემდეგი საორგანიზაციო ეტაპები :
ტვირთის ანალიზი და კლასიფიკაციის დადგენა .
მარშრუტის დაგეგმვა.
ავტოტრანსპორტის შერჩევა და მომზადება.
აუცილებელი საბუთების გაფორმება .
ტვირთთან მუშაობა: მარკირება და და შესაბამისი პირობებით შენახვა.
საბაჟო გაცილება .
მიწოდება კარიდან–კარამდე.
სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები :
მძღოლის სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი.
სატრანსპორტო საშუალების სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი.
გადამზიდავი კომპანიისთვის სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების საერთაშორისო ლიცენზიის ფლობა .
სასაქონლო –სატრანსპორტო ზედნადები(CMR) შევსებული დადგენილი წესით.
დოკუმენტები რომლებშც მოცემულია ინფორმაცია ტვირთის სახიფათოობის ხარისხის შესახებ.
სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციას განეკუთვნება:
1 კლასი : – ფეთქებადი ნივთიერებები და საგნები.
2კლასი :– შეკუმშული და წნევისქვეშ გახსნილი გაზები.
3 კლასი :– ადვილად აალებადი სითხეები .
4 კლასი :– ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები.
5 კლასი :– მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები, რომლებიც თვითონ არაა საშიში, მაგრამ გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებისას შეიძლება აალებადი გახდეს.
6 კლასი : –შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია მოწამვლის ან სიკვდილის გამოწვევა.
7 კლასი : –რადიაქტიური ნივთიერებები .
8 კლასი :– მჟანგავი და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები , რომელთა ლორწოვან ქსოვილებზე მოხვედრაც იწვევს დამწვრობას .
9 კლასი :– სხვა სახიფათო ნივთიერებები
სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორთით გადაზიდვის წესები :
სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორთით გადაზიდვის წესები შემდეგში მდგომარეობს :
ევროპული საერთაშორისო შეთანხმება სახიფათო ტვირთების( ADR ) სახმელეთო გადაზიდვის შესახებ :
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დებულება 23.04.94 №372
სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს ბრძანება 06.07.94 №47 სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , რუსეთის სატრანსპორტო
ტვირთის გაცილების და მარკირებისათვის დოკუმენტალურად აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნებია:
ტვირთის კლასიფიკაციის განსაზღვრა , ტარაზე საინფორმაციო ნიშნების დადება მარკირების დადგენილი წესის მიხედვით.
ტვირთის კლასიფიკაციის შესაბამისი საავარიო ბარათის ქონა.
მანქანაზე საინფორმაციო დაფების ქონა.
საინფორმაციო ბარათი ავტოინსპექტორებისთვის ,სადაც განსაზღვრულია ქცევის წესები საგზაო შემთხვევის დროს .
სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მარშრუტისთვის წარდგენილი მოთხოვნებია :
სპეციალური დანადგარების ქონა , რომლებიც აუცილებელია გარკვეული კლასის სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისათვის .
გადაზიდვების შესახებ კანონის მიხედვით ავტოტრანსპორტის ტექნიკურ შესაბამისობაში ქონა .
მარშრუტის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმება .
გადაზიდვების წესების დაცვა : სიჩქარის კონტროლი , საჭიროების შემთხვევაში საგზაო პოლიციის გაცილება.
შპს სმარ გრუფს და მის მძღოლებს გააჩნიათ ყველა აუცილებელი ლიცენზია, ნებართვა და გამოცდილება , რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავზიდოთ ნებისმიერი სახის სახიფათო ტვირთი .