+995568030372 | +995514989889 staff.smargroup@inbox.ru

ჩვენ შესახებ

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, ანდეთ თქვენი ბიზნესი პროფესიონალებს!

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული კლიენტი!

სატრანსპორტო კომპანია  შპს სმარ გრუფი დაფუძნდა 2013 წელს და მას შემდეგ სტაბილურად მუშაობს  ქართულ საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე .გაგვაჩნია რა სატვირთო ავტომანქანების საკუთარი ავტოპარკი, ჩვენ აქტიურად გადაგვაქვს ტვირთები საქართველოდან რუსეთსა და ევროპაში და რუსეთ– ევროპიდან საქართველოში.

შპს სმარ გრუფი ქირაობს სასაწყობე ტერმინალებს  ქალაქ მოსკოვსა და ვლადიკავკაზში ( რუსეთის ფედერაცია) , ქალაქ სოფიაში ( ბულგარეთი) .ხელშეკრულებების საფუზველზე აქვს ურთიერთობები ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებთან ,რომელთა მეშვეობით ოპერატიულად ახდენს შერეული ტვირთების კონსოლიდაციას თავის საწყობებში, რის ხარჯზეც  იზოგება ჩვენი კლიენტების დრო და თანხა.

რუსეთში ჩვენი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანია  «С-Карго», უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას კონსოლიდაციის საწყობამდე რუსეთის ფედერაციის  ნებისმიერი წერტილიდან . ამ კომპანიის მეშვეობით ჩვენთვის შესაძლებელი ხდება ტვირთების აკრეფა  როგორც ციმბირიდან ,ასევე  შორეული აღმოსავლეთიდან. ამავე კომპანიის სპეციალისტების მეშვეობით ჩვენთვის შესაძლებელი ხდება დავაბაჟოთ საექსპორტო ტვირთები,რომლებიც იგზავნება რუსეთიდან საქრთველოში.

გადასაზიდი ტვირთების რაოდენობის გათვალისწინებით ,შპს სმარ გრუფი აქტიურად თანამშრომლობს ბულგარელ, ბელორუს,რუს და სერბ სატრანსპორტო კომპანიებთან , ეს საშუალებას გვაძლევს რომ დავიკავოთ მყარი პოზიციები შერეული ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე.

 

გარდა ამისა  გვაქვს გამოცდილება მსხვილი და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის რუსეთიდან საქართველოზე .

ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის რაც სხვებს არ შეუძლიათ , ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი საქმე სხვებზე უფრო უკეთ

საბაჟო მომსახურება რუსეთის ტერიტორიაზე

ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობებს გააჩნია საკუთარი თავისებურებები და ნიუანსები.

როგორც ცნობილია არცოდნა პასუხისმგებლობის შესახებ არ ანთავისუფლებს მისგან . აქედან გამომდინარე საერთაშორისო სავაჭრო ან სატრანსპორტო ოპერაციის განხორციელების წინ უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტებს ,რომლებსაც გააჩნიათ სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია ამ სფეროში და ასევე იციან საბაჟო წესებიც.

შპს სმარ გრუფის თანამშრომლები დაგეხმარებიან ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში ,საექპორტო და საიმპორტო პროცედურების განხორციელებისას , რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან საქართველოდან რუსეთში მიმავალი ტვირთების განბაჟებას.

ჩვენთან მომართვისას ,თქვენ მიიღებთ კვალიიციურ და სრულ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე

თქვენგან მხოლოდ საჭიროა მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ. სხვა ყველაფერი შეგიძლიათ ანდოთ შპს სმარ გრუპის სპეციალისტებს

კონტაქტი

მისამართი

ნავთლუღის ქუჩა # 29

თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 9:00 – 18:00
შაბ: 9:00 – 16:00

ელ.ფოსტა

info@smar.pro

ტელეფონი

+995568030372 | +995514989889

15 + 2 =